| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი -ლიკანს“ აუციონზე ხელახლა გამოიტანს.
$ 37 მლნ ზე იაფად, იჯარის გახანგრძლივებით
თუ სხვა პირობების გამარტივებით -ბ მიმზიდველის წინადადების მოსამზადებლად ჯგუფი
უმიშავებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეათანზმებს.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, ნოემბერში დაანონსებული აუქციონი 6
დეკემბერს ჩაიშალა. ინტერესის წინასწარ გამოხატვის 1-თვიანი ვადაში სატელეფონო ზარებით გამოხმაურება დიდი იყო, თუმცა რეგიტრაცია არავის გაუვლია.
შეგახსენებთ, სასტუმრო
ლიკანში საპარტნიორო ფონდმა
ყაზმუნაი- გაზ სერვისთან ერთად ააშენა. 2018 წლის ზაფხულში ქართულმა მხარემ
ყაზახი პარტნიორებიგან 50% -იანი წილი გამოისყიდა, 5 მლნ-ით იაფად.
სასტუმროს მართვას თავდაპირველად
Rixos-ი ახორციელებდა, რომელმაც სტრატეგია შეცვალა და ზღვის კურორტებზე
აქცენტირება გადაწყვიტა. შედეგად, საქართველოში ლიკანის და თბილისის პროექტები
დატოვა.
გაყიდვის სამზადისი მაისიდან დაიწყო. ფონდი მოლაპარაკებებს მერიოტთან, ინტერკონტინენტალთან და სვის ოტელთან აწარმოებდა. სასტუმრო ფონდის ქეისში ერთადერთი პროექტია, სადაც ის მინორიტარი არ არის.
სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss