| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მესამე კვარტალში საქართველოს უმსხვილესი
ინვესტორი კომპანიებს შორის ახალი კომპანია არ არის.
საქსტატის ცნობით,
სიაში არიან:
IDS ბორჯომი
შპს მაგთიკომი
სს ენერგო-პრო ჯორჯია
სს კორპორაცია ფოთის
საზღვაო ნავსადგური
სს RMG Copper
შპს ტოიოტა კავკასია
შპს აჭარ ენერჯი-2007
სს მეტრო ავრასია
ჯორჯია
შპს საქართველოს
ტურიზმის განვითარების ფონდი
სს ბიჯეო ჯგუფი
შეგახსენებთ, მესამე კვარტალში
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა
და 96 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების
23.0 პროცენტია.
მეორე ადგილზე იმყოფება
დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე -
სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ. აშშ დოლარით.
ამ სამი
უმსხვილესი სექტორის წილი ჯამურ FDI -ში 45.7 %-ია.
საქართველოში
განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III
კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის
დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.
III კვარტალში ჯამში 909
მლნ დოლარია ჩადებული საქართველოში უცხოელი ინვესტორების მიერ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss