| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლისთვის რეალური მშპ-ს საპროგნოზო ზრდაა 4.7%, 2020-2023 საშუალო ზრდა კი 5.2%.
მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი 2020
წლისთვის (4.7%) 0.2%პ-იტ აღემატება ეკონომიკური ზრდის მთავრობის პროგნოზს (4.5%) და 0.5%-ით
ჩამორჩება საბიუჯეტო ოფისის მიერ 2019 წლის ივნისში გამოქვეყნებული
საპროგნოზო მაჩვენებელს.
საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, აღნიშნული დინამიკა წინა საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით ძირითადად სამი ფაქტორითაა განპირობებული: 2019 წელს მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა საგარეო ეკონომიკური გარემო და 2020 წლის ოქტომბრის საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის" მიხედვით ძირითადად შემცირებისაკენ შეიცვალა, როგორც მთლიანად მსოფლიოს, ისე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
„ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული
„ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი წესის" , გათვალისწინებით, რომლის
შედეგადაც შემცირდა სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპი, მოსალოდნელია რომ 2019
წლის მსგავსად, 2020 წელსაც შედარებით მცირე, მაგრამ კვლავ შემზღუდველი გავლენა
ექნება ეკონომიკურ აქტივობაზე. ასევე, გაცვლითი კურსის გაუფასურების და მაღალი
ინფლაციის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა H2/2019 - 2%პ -ით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მაღალი ინფლაციის შენარჩუნების
შემთხვევაში კვლავაც აღნიშნული პოლიტიკის გატარება დააანონსა“, - განაცხადს საბიუეჯტო ოფისში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss