| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ფაზის ოილი“ და საკონსულტაციო კომპანია Deloitte
& Touche ხვალ მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
პროექტის მიხედვით, საქართველოში იგეგმება მაღალტექნოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, ლიდერი კომპანიების მონაწილეობით (Axens,
Tecnicas Reunidas, Royal dutch Shell).
მენეჯმენტის შერჩევაზე მოლაპარაკებებია დარგის მსოფლიო გიგანტებთან, Cepsa, Royal Dutch Schell. საწარმოო პროცესით ნედლი ნავთობი თითქმის სრულად (98%-ით) გადამუშავდება. მყარი ნარჩენები არ ექნება და ეკოლოგიურად სუფთა, „ევრო 5“-ისა და „ევრო 6“ სტანდარტის ბენზინისა და დიზელის საწვავი უნდა აწარმოონ. ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედებით, საქართველო, იმპორტიორებიდან, ექსპორტიორ ქვეყნებში უნდა გადაინაცვლოს..
ყულევის ქარხნის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება და 3 წელში უნდა დასრულდეს. 5 წლის შემდეგ, როცა ქარხანა სრული სიმძლავრით ამოქმედდება, საგადასახადო შეღავათები მოიხსნება და წინასწარი გათვლებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მიახლოებით $50-60 მილიონს მიიღებს.
შეთანხმებულია თუ არა პროექტი მოსახლეობასთან, რა რისკებია, პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. მდ. ხობისწლის შესართავთან, ყულევის ტერმინალის საუკუნის პროექტიც ახსოვთ, ღარმაწყლოვანი პორტით, რომლის დაღრმავებაც საბოლოოდ შეუძლებელი გახდა და მხოლოდ მდინარის დამბებმა დაიწია. რეგიონი კიოტოს კონვენციით იყო დაცული და 90-ებში გამოათავისუფლეს.
ისტორია: დასახლებულია 1804 წლიდან, რუსეთის ჯარის ნაწილები როცა განლაგდა და მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგურით სამხრეთ კავკასიაში ევროპული ტვირთი შემოდიოდა. 1821 წ - მაშინდელ ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. 1822 წელს რედუტ-კალეში ინგლისური საქონლის სავაჭრო დუქანი იაკობ მარმა გახსნა. საპორტო ქალაქი 1854 წელს ოსმალეთმა დაბომდა, შემდეგ რუსეთმა. პარიზის ხელშეკრულების (1856) თანახმადქალაქი ოსმალებმა დათმეს, მაგრამ გასვლისას გადაწვეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss