| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სემეკმა (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ) კრიპტოვალუტების მაინინგსა და ელექტროენერგიის მოხმარებაზე სამუშაო დოკუმენტი შექმნა.
როგორც
ცნობილია, ყოველი დამატებითი ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს უფრო მეტ გამოთვლით
ენერგიას, შესაბამისად, ბიტკოინის მოპოვებაც უფრო ხარჯიანი გახდა. სწორედ კრიპტოვალუტების
ფასის მერყეობა და ბიტკოინის მოპოვების გართულება გახდა მთავარი მიზეზი
კრიპტოვალუტების მომპოვებლების მიერ „მაინინგის“ პროცესის გაგრძელებისა თუ
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოში, ასევე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრმა კრიპტოვალუტის მომპოვებელმა შეაჩერა კიდეც
საქმიანობა.
„მას შემდეგ რაც ბიტკოინის ფასი 4 500 აშშ დოლარამდე
დაეცა, Beijing-ში არსებული ბიტკოინის მომპოვებელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი
კომპანიის (F2Pool) გათვლებით, ბიტკოინის მომპოვებელი მაინერების სულ ცოტა 4
მოდელის (მათ შორის Antminer S7, Antminer S9 და AvalonMiner 741) გამოყენება
გახდა წამგებიანი, 6 ცენტი კილოვატ/საათზე ელექტროენერგიის ტარიფის
პირობებში. აღნიშნულ ტარიფს თუ ლარში
გადავიყვანთ, დაახლოებით 17 თეთრს მივიღებთ, რაც საქართველოში არსებული საფასურის
შესაბამისია“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამასთან სემეკ-ის დოკუმენტში აღნიშნულია,
რომ კრიპტოვალუტის მოპოვებაზე გაწეული ხარჯი (კვტ.სთ) პირდაპირპროპორციულ
დამოკიდებულებაშია ბიტკოინის ფასთან.
შესაძლო ფინანსური და ენერგეტიკული რისკები
ფასების სტაბილურობა: ელექტრონული ფულის ემისიის
არსებული სტაბილური ტემპების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან
პერიოდში ვირტუალური ვალუტის არსებობა არ წარმოადგენს რისკს ფულის ბრუნვის
სიჩქარისთვის და ფასების სტაბილურობისთვის.
ფინანსური სტაბილურობა: თავად ვირტუალური ვალუტის
სქემები არასტაბილურია. მიუხედავად ამისა, დღეის მდგომარეობით ისინი არ
წარმოადგენენ ფინანსური სტაბილურობის რისკს, პირველ რიგში რეალურ ეკონომიკასთან
მათი მცირე შეხების გამო. თუმცა, ბოლო პერიოდში (2017 წელს) კრიპტოვალუტების
ფასების ვარდნისას განვითარებული მოვლენები ამ დასკვნას კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებს.
საგადასახადო სისტემის სტაბილურობა: საგადასახადო
სისტემის ტრადიციული ფორმებისგან განსხვავებით, ვირტუალური ვალუტით ანგარიშსწორება
ლიკვიდურობის, საკრედიტო, საოპერაციო და სამართლებრივ რისკებს მოიცავს.
ენერგო სისტემის გამართული ფუნქციონირება: როგორც
ცნობილია, კრიპტოვალუტის მოპოვება - ე.წ „მაინინგი“ გაგრილების სისტემის ჩათვლით
მნიშვნელოვან ელექტროენერგიას მოიხმარს. ამდენად, მასიური მაინინგი, შესაძლოა,
საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდის და ელექტროენერგიის
დეფიციტის მიზეზი გახდეს.
„აღნიშნული რისკ-ფაქტორი დიდი ქვეყნებისთვის ჯერჯერობით
არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან კრიპტოვალუტების მოპოვებაზე მოხმარებული
ენერგია საკმაოდ მცირე წილით არის წარმოდგენილი მთლიან მოხმარებაში. საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობით მომპოვებელი
სისტემების განთავსების რისკი არსებობს (რისი მიზეზიც რეგულაციის არარსებობა და
ენგურჰესის ძალიან იაფი ელექტრორესურსის ხელმისაწვდომობაა), გარკვეული რისკები იკვეთება“, - აღნიშნავს
სემეკი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss