ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ენერგოომბუდსმენი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა
20 დეკემბერი, 2019, 14:13
ენერგოომბუდსმენი საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდა

თბილისი (GBC) - ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ზუგდიდში მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებს შეხვდა.

შეხვედრა „მოძრავი ოფისის“ აქციის ფარგლებში დაიგეგმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის (DMO) ორგანიზაციის მოწვევით.

მრგავლი მაგიდის ფორმატში სალომე ვარდიაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ე.წ. წყლის ჰიბრიდული ტარიფის და გაზის ტარიფის რეგულაციების შესახებ, რაც ინტერესის ძირითად თემას წარმოადგენდა მცირე მეწარმეებისთვის. ამავდროულად მომხმარებლებმა ისაუბრეს ქალაქში არსებულ პრობლემებზე და დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები წყლის ტარიფის ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.

აქცია „მოძრავი ოფისი“ აქტიურად გაგრძელდება 2020 წელს სხვადასხვა რეგიონში და მიმდინარე პრეტენზიების განხილვასთან ერთად მიიღებს საინფორმაციო-საკონსულტაციო ხასიათს, რომელიც სხვა თემებთან ერთად მოიცავს ჰიბრიდული ტარიფის განმარტების საკითხსაც.

ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს მიმართოს ენერგოომბუდსმენის აპარატს განცხადებით, ასევე სამართლებრივი კონსულტაციების მისაღებად. ენერგოომბუუდსმენის სამსახურის ნებისმიერი მომსახურება უსასყიდლოა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები