| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კონომიკის სამინისტრომ მშენებლობის სექტორის შრომის ბაზრის ანალიზი წარადგინა. ეს პირველია, სამშენებლო სექტორზე მსგავსი კვლევა არ გაკეთებულა.
კვლევის შედეგებით, 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სექტორში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 81,373 პირი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა 94,4% სრულ განაკვეთზე, ხოლო 5,6% არასრულ განაკვეთზე დასაქმებულებს წარმოადგენენ. 50.5% მცირე, 31.9% საშუალო, ხოლო 17.5% მსხვილ საწარმოზე მოდის.
საწარმოთა 5%-ს (224 საწარმო) ჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული, ჯამში 2,737 ადამიანი, რაც მთლიანი დასაქმების 3,4%-ია; დასაქმებულ უცხოელთა რაოდენობა (2,737) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია. შემცირება მთლიანად რეგიონების ხარჯზეა. ხოლო თბილისში მათი დასაქმების მაჩვენებელი მცირედით, თუმცა, მაინც გაზრდილია.
საწარმოთა 7% აპირებს სამუშაო
ძალის გაზრდას 2,730 -ით. მსხვილ საწარმოებში მუშახელის რაოდენობის
გაზრდა იგეგმება 360 პირით (1 საწარმოში საშუალოდ 51 დასაქმებული), საშუალო
საწარმოებში 417-ით (საშუალოდ 13 დასაქმებული), ხოლო მცირე საწარმოებში 1,953
დასაქმებულით (საშუალოდ 8 დასაქმებული).
მნიშვნელოვნად
განსხვავებულია შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლები საწარმოთა ზომის
მიხედვით. მშენებლობის მენეჯერების საშუალო თვიური ანაზღაურება მსხვილ საწარმოებში
4,036 ლარია, რაც 22%-ით მეტია საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებული მშენებლობის
მენეჯერების საშუალო ხელფასზე. თავის მხრივ საშუალო ზომის საწარმოში დასაქმებული
მენეჯერების ხელფასი 112%-ით აღემატება მცირეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss