| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „თელიანი ველი“ ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლაზე აცხადებს. ღვინის კომპანიის ცნობით, პოზიციები გამყარდა ბრიტანეთში, ჩეხეთსა და გერმანიაში. მნიშვნელოვნად გაზრდილია მოთხოვნა შვედეთსა და კანადაში. 2019 წელს სულ, 5 მლნ ბოთლია ექსპორტირებული. 2019 წლის ღვინო - საფერავია, რომელიც მოთხოვნადია ევროპასა და აზიაში.
კომპანიის რეორგანიზაცია ახლახანს დასრულდა. სს „თელიანი ველიდან“ ახალი იურიდიული პირი – სს „ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი“ გამოეყო, რომელიც ლუდის ბიზნესშია წარმოდგენილი.
რეგისტრაციის მომენტისთვის განთავსებული კაპიტალია ₾6,860,523, რაც დაყოფილია 686,052,327 ცალ ჩვეულებრივ აქციად, რომლის ღირებულება ჰოლდინგისთვის გადაცემული აქტივებით დაიფარება.
შედეგად, ის „თელიანი
ველის“ ჰოლდინგური კომპანია გახდება
„თელიანი ველის“ აქციონერთა
იდენტური სტრუქტურით.
სააქციო საზოგადოება
„ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“
განცხადებული (ნებადართული)
საწესდებო კაპიტალი განისაზღვრება
12 მლნ ლარით. საწესდებო კაპიტალი
დაყოფილია 1,200,000,000 ცალ
ჩვეულებრივ აქციად (თითოს
ნომინალური ღირებულება - ₾0.01).
„ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: ავთანდილ ნამიჩეიშვილი (გენდირექტორიც), ეკატერინა შავგულიძე, გიორგი ალფაიძე, შოთა ხობელია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss