ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გუდაურსა და მესტიაში HTM Helicopter Travel Munich GmbH-ი იფრენს
9 იანვარი, 2020, 17:32
გუდაურსა და მესტიაში HTM Helicopter Travel Munich GmbH-ი იფრენს

თბილისი (GBC) - ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-ს მიანიჭა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, გერმანული კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH მიმდინარე წლის 29 აპრილამდე, გუდაურის და მესტიის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი AS 350 B3-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით Heli-skiing ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ნებართვა HTM Helicopter Travel Munich GmbH“-ზე, 2020 წლის 6 იანვარს გაიცა.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები