| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშნებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შშესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიზეზად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაა.
ირაკლი ქარსელაძის განმარტებით, გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფოს ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული, რომელიც ანაკლიის პორტისთვის უნდა აშენებულიყო. ამის მიუხედავად ქარსელაძე ამბობს, რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და რკინიგზის პროექტი მზადაა და ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. რაც შეეხება მშენებლობას ის ინტერესთა ახალ გამოხატვასთან არის დაკავშირებული.
მინისტრის მოადგილე ასახელებს იმ პროექტებს, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა. "2018-2019 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ არსებულ გზაზე და მოსახლეობას გადაადგილების და კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. წელს დაგეგმილია კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე", - ამბობს ქარსელაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss