| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება.
ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული
კომპანია „სდტ ჯორჯია“ აშენებს, მისი წარმომადგენელი
ბიზნესმენი ჯიაკომო ძამატიო ანალოგიური ტიპის ქარხნებს ჩინეთში (ქ. სუჯოუ) და
იტალიაში (ქ. მილანი) ფლობს.
ქარხანაში ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის
ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის
ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში.
წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ
დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად
გაიზრდება.
ქარხანაში დასაქმებული მუშახელი
სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის
ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის
გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.
ქარხნის მშენებლობა 2020 წლის
სექტემბერში დასრულდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss