ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კურორტების მართვას პრემიერი მენეჯერებს გადააბარებს
ფოტო: თიბისი ბანკი
24 იანვარი, 2020, 16:58
კურორტების მართვას პრემიერი მენეჯერებს გადააბარებს

თბილისი (GBC)- ტურისტული ლოკაციებისა და ტურისტული ქალაქების მართვის კუთხით სერიოზული გამოწვევა გვაქვს , - ამბობს პრემიერი გიორგი გახარია დავოსში ჟურნალ Entrepreneur-თან მიცემულ ინტერვიუში. პრემიერი ამბობს რომ ყველა უწყება ცალ-ცალკე თავის ფუნქციას ასრულებს, თუმცა არსებობს კოორდინაციის პრობლემა, რომელშიც მოიაზრება მთის კურორტების განვითარების კომპანია, ეკონომიკის სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და ტურიზმის ადმინისტრაცია.

„ცოტა კოორდინაციის პრობლემაა, რაც გამოჩნდა ბაკურიანის და გუდაურის მაგალითით. ჩვენ გვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტ კომპანიების შესაქმნელად. უნდა არსებობდეს 1 გენერალური მენეჯერი, რომელიც მართავს სრულად კურორტს“, - ამბობს პრემიერი და დასძენს რომ მსგავსი ვერტიკალის გაჩენის გარეშე მართვა გართულდება.

საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება და მომდევნო წლიდან კურორტებს გენერალური მენეჯერები ჩაიბარებენ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები