| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2019 წელს, საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, ფასი საშუალოდ, 1 კვტ.სთ-ზე 4.8 აშშ ცენტს შეადგენდა, რაც წლიური 5.0%-იანი კლებაა.
„კლება ესკოს მიერ ენგურის შედარებით იაფიანი ენერგიის შესყიდვით და შედეგად შემცირებული გასაყიდი ფასით აიხსნება. საბალანსო ელექტროენერგიის წილმა ჯამურ მიწოდებაში 21.4% შეადგინა, ხოლო დანარჩენი, ორმხრივი კონტრაქტებით გზით განხორციელდა“, - აღნიშნავს G&T.
თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 2019 წელს საშუალოდ კვტ.სთ-ზე 4.7 აშშ ცენტს შეადგენდა (-1.3% წ/წ).
მათ შორის, საქართველოსთვის საექსპორტო თვეებში მაისსა და ივნისში თურქეთში ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო და კვტ.სთ-ზე შესაბამისად 3.4 აშშ ცენტს და 4.1 აშშ ცენტს შეადგენდა, რამაც გარკვეულწილად განაპირობა ექსპორტის შემცირებული მოცულობა თურქეთის მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss