| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი „მეამა“ (ყავის საწარმო)
საწარმოს შენობა ყურადღებას იქცევს განსხვავებული არქიტექტურით, 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში ArchDaily&Strelka Award გაიმარჯვა.
ყავის კაფსულების გარდა, მზადდება ინოვაციური „მეამა დროფერი,“ რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დროფერი წარმოადგენს უნივერსალურ გამოსავალს ოფისებისთვის და ბიზნეს ცენტრებისთვის, რაც თავის მხრივ სრულად ანაცვლებს ტრადიციულ ყავის „ვენდინგ მანქანებს“.
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია პირველად წარდგა საერთაშორისო გამოფენაზე, China International Import Expo, „მეამაში“ აცხადებენ, რომ ქართული ყავის კაფსულებით არამხოლოდ ქართული ბაზრი, არამედ საერთაშორისო ბაზრების მომარაგებაც იგეგმება.
2014 წლიდან დღემდე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია დაახლოებით 500 ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით 10,000 - მდე ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა მიკროგრანტების პროგრამაში და შეძლო მცირე ბიზნესსაქმიანობის დაწყება.
„პროგრამამ შეიძინა ძალიან ბევრი მეგობარი, მომხრე და პოპულარობით სარგებლობს ქართველ ბიზნესმენთა შორის. 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ამ პროგრამის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, შეიქმნება დაახლოებით 17,000 ახალი სამუშაო ადგილი მთელ საქართველოში - ქალაქებსა თუ რეგიონებში“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss