| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს , რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული. რა თქმა უნდა, ღიად ვსაუბრობთ იმასაც, რომ არის სოციალური პასუხისმგებლობის გარკვეული მომენტები, რომლებიც ერთად უნდა გავინაწილოთ. აქციონერებს, კლიენტებსა და თანამშრომლებს გილოცავთ წარმატებულ წელს და გისურვებთ, რომ 2020 წელი იყოს კიდევ უფრო შთამბეჭდავი“, -პრემიერ-მინისტრმა, ბანკის წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საბანკო სექტორისთვის 2019 წელი საინტერესო და შედეგიანი იყო.
თიბისი სისტემური ბანკია. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში აქვს ძალიან მნიშნელოვანი როლი, ისევე როგორც მთლიანად საბანკო სისტემას, სინერგიას ეფექტური თანამშრომლობის, სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სისტემას შორის. ეს არის ჩვენი მიზანი. შეიძლება სახელმწიფო უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდებოდეს ბიზნესისგან და მათ შორის საბანკო ბიზნესისგან. უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმაში, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ საერთოდ ფინანსური სექტორი იყოს უფრო განვითარებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს კარგი, ასეთი დაბალანსებული თანამშრომლობა და ვთვლი, რომ ის ბალანსი, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი იმისთვის, რომ 2020 წელი თიბისი-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს კიდევ უფრო წარმატებული“, - განაცხადა გახარიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss