ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქნახშირი ძიძიგურის შახტის თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს
19 მარტი, 2020, 13:36
საქნახშირი ძიძიგურის შახტის თანამშრომლების საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს

თბილისი (GBC) - შპს „საქნახშირი გასული თვის განმავლობაში ტყიბულში, ძიძიგურის შახტში“ დასაქმებული პირების მხრიდან უფლება-მოვალეობების შეუსრულებლობისა და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის გამო მათი ანაზღაურების საკითხს აქტიურად განიხილავს და ცდილობს, ოპტიმალური გამოსავალი მოძებნოს.

კერძოდ, საკითხი ეხება მიმდინარე წლის თებერვლში მეშახტეების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე გამოუცხადებლობისა და საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის საკითხს, რის გამოც კომპანიის კანონიერი ინტერესი შეილახა, დაირღვა ოპერირების უწყვეტი ციკლი და კომპანიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის თებერვლში დასაქმებულებს არაერთი გაცდენილი დღე ჰქონდათ, კომპანია ტყიბულის შახტების სოციალურ მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს, შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სიტუაციის გარკვევის მიზნით, პროფკავშირებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც, კომპანიამ გარკვეული კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო - მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შედგა ოქმი, რაც შპს „საქნახშირის“ მხრიდან - განაცდური სამუშაო დღეების ანაზღაურება, ხოლო მეშახტეების მხრიდან სამუშაო პროცესის განახლებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, შპს „საქნახშირის“ მენეჯმენტის კეთილი ნებით, დასაქმებულები თებერვლის კუთვნილ ანაზღაურებას თითქმის სრულად მიიღებენ.

გამონაკლისია თებერვლის გაცდენილი 6 დღის ანაზღაურების საკითხი. საუბარია 10 თებერვლიდან 12 თებერვლის ჩათვლით,  ასევე, 24-27 თებერვლის პერიოდზე, როდესაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე არ გამოცხადდნენ. 

 აღსანიშნავია, რომ მეშახტეები მიმდინარე წლის 10-12 თებერვალს სამუშაო ადგილებზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მივიდნენ, რაც შეეხება 24-27 თებერვალს, აღნიშნულ პერიოდში შპს „საქნახშირის“ მიერ ოფიციალური ბრძანება ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაოდ „მინდელის შახტზე“ უნდა გადასულიყვნენ. მათ განემარტათ, რომ აღნიშნული დროებითი ღონისძიება განპირობებული იყო მეშახტეთა სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვით. კერძოდ, ძიძიგურის შახტის ამწე-დანადგარზე ბაგირებს ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა და შეცვლას საჭიროებდა, რაც რამდენიმე კვირას მოითხოვდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი შახტის ჩასასვლელი გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ დასაქმებულებს აღნიშნული ბრძანება და მისი საფუძველი მკაფიოდ განუმარტა, 24-27 თებერვლის ჩათვლით, „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მაინც არ გამოცხადდნენ და სამსახურში მხოლოდ 28 თებერვალს მივიდნენ.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „საქნახშირმა საკუთარი დასაქმებულების ინტერესები კიდევ ერთხელ გაითვალისწინა და მიიღო კომპრომისული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ძიძიგურის შახტის“ თანამშრომლებს ეს პერიოდიც აუნაზღაურდებოდათ, თუმცა, კუთვნილი შვებულების ხარჯზე და იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლები კომპანიას კუთვნილი საშვებულებო დღეების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართავდნენ.

აღნიშნულის შესახებ კომპანიამ დასაქმებულებს აცნობა, თუმცა მა შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა. საინიციატივო ჯგუფმა შპს „საქნახშირს“ შემხვედრი წინადადებითა და  შემუშავებული შეთავაზებით თავად მიმართა, რომლის თანახმადაც, კომპანია თანამშრომლებს თებერვლის თვის სრულ ანაზღაურებას იმ შემთხვევაში მისცემდა, თუკი მარტის თვეში „ძიძიგურის შახტზედასაქმებული პირები შრომით პროცესს განაახლებდნენ. შპს „საქნახშირი“ აღნიშნულ ინიციატივასაც დათანხმდა, რაც შეხვედრის ოქმითაც დაადასტურეს. თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, მომდევნო დღეს, 14 მარტს, „ძიძიგურის შახტშიდასაქმებული პირები სამსახურში მაინც არ გამოცხადდნენ, შეთანხმება დაარღვიეს და მის შესრულებაზე უარი განაცხადეს.

აღნიშნული  გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია იძულებული გახდა, თებერვლის თვის ზემოაღნიშნული გაცდენილი 6 სამუშაო დღე არ აანაზღაუროს.

მოვლენების არათანმიმდევრული განვითარების მიუხედავად, კომპანია მზად არის, მოლაპარაკების პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში განაახლოს და ამ მიზნით პროფკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სოციალური კეთილდღეობის მიღწევის უზრუნველსაყოფად მოლაპარაკების პროცესში ჩაერთონ. ამავე დროს, პროცესში მონაწილე გარკვეულ პირებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ პროცესის დესტრუქციას და შექმნილ ვითარებას ვიწო ინტერესებიდან გამომდინარე ნუ გამოიყენებენ.

 შპს საქნახშირი კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიაში არებული შრომის უსაფრთხოების დამკვიდრება მისთვის პრიორიტეტულია და მზად არის, ამ მიზნის უზრუნველსაყოფად შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებებთან აქტიურად ითანამშრომლოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები