ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
კომპანიის სიახლეები
<< უკან
მსგავსი სტატიები
ეკონომიკა 8%-ით შემცირდება - პესიმისტური სცენარით
24 აპრილი, 2020, 15:24

თბილისი (GBC) -ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება (-4.3%). ნაკლებად პესიმისტური სცენარი ეკონომიკას 8%-ით ამცირებს, ძალიან პესიმისტური კი 12.9%-ით;
PMCG -ის შეფასებით, ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ყოველკვირეულად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს დაკარგავს, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 0.47%-ს, ხოლო ძალიან პესიმისტურის შემთხვევაში - 0.5%-ს;
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეზღუდვების გაუქმების ეტაპზე გასათვალისწინებელია ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც უკვე დაიწყეს (ან უახლოეს კვირებში გეგმავენ) საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების თანდათან შემცირება.
PMCG აღნიშნავს, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის (uncertainty) დონე რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას, რადგან გაურკვევლობასთანაა დაკავშირებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მოსალოდნელი დინამიკა და მასშტაბი, ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატის შექმნა, წარმოებისა და მომხმარებლების ქცევის ცვლილება, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით5, PMCG-მ შეადგინა საქართველოში მშპ-ს ზრდის სამი სავარაუდო სცენარი ვირუსის შეკავების ღონისძიებების სხვადასხვა ხანგრძლივობისათვის:
სცენარი I: ოპტიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 2.5 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივნისის დასაწყისიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის სექტემბრის დასაწყისიდან.
სცენარი II: ნაკლებად პესიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 4 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან.
სცენარი III: ძალიან პესიმისტური ეკონომიკური აქტივობა სრულად შეჩერებულია 6 თვით, ხოლო შემდგომი სამი თვით - ნაწილობრივ. ამ სცენარის მიხედვით, ეკონომიკური აქტივობა ნაწილობრივ განახლდება 2020 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან, ხოლო სრულად - 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან.
სცენარი ასევე ითვალისწინებს ვირუსის შესაძლო განმეორებით ტალღებს.
განხილული სცენარების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკურ სექტორებზე შესაძლო გავლენების შეფასების შედეგად6, შესაძლებელია, განისაზღვროს საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის ცვლილება7. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2020 წელს მნიშვნელოვნად შემცირდება (-4.3%) რაც აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს (-3.7%). ნაკლებად პესიმისტური სცენარი ეკონომიკას 8%-ით ამცირებს, მეტად პესიმისტური კი 12.9%-ით.
აღსანიშნავია, რომ სცენარების მიხედვით, ეკონომიკის ყოველკვირეული დანაკლისი იზრდება შეზღუდვების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად: ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკა ყოველკვირეულად მშპ-ს ზრდის 0.43%-ს დაკარგავს, ნაკლებად პესიმისტური სცენარის მიხედვით - 0.47%-ს, ხოლო მეტად პესიმისტურის შემთხვევაში - 0.5%-ს. შესაბამისად, შეზღუდვების გახანგრძლივება, არა მარტო ჯამური დანაკარგის, არამედ, ყოველი მომდევნო კვირის დანაკარგის ზრდასაც იწვევს.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
კონკურენციის სააგენტომ „ბრენდის მოპარვის“ ფაქტი დაადასტურა
27 სექტემბერი, 2022, 11:02
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss