ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნესი კარანტინში - BCI ისტორიულ მინიმუმზე
ნინო კვინტრაძე
27 აპრილი, 2020, 09:40
ბიზნესი კარანტინში - BCI ისტორიულ მინიმუმზე
თბილისი (GBC) - 2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ISET-ის, BIA-ს და ICC Georgia-ს ერთობლივი კვლევით, ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებშია. BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2020 წლის II კვარტალში 55.5 პუნქტით შემცირდა. მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება მომსახურებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში დაფიქსირდა. 2019 წლის III კვარტალში მკვეთრი ჩავარდნიდან გაუმჯობესების შემდეგ, ბიზნესის მოლოდინების ინდექსმა, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, ყველაზე დიდი გაუარესება აჩვენა და ისტორიულ მინიმუმს -41.4 პუნქტს მიაღწია.

2020 წლის II კვარტალში მოლოდინების გაუარესება ყველა ეკონომიკურ სექტორში დაფიქსირდა. გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი ყველაზე ნაკლებად შემცირდა, თუმცა ისიც ისტროულ მინიმუმზეა (-5.3) მიაღწია. რაც მიანიშნებს, რომ 2020 წლის I კვარტალში ბიზნესების უფრო დიდი წილი ელოდება ფასების შემცირებას. ზრდას კი მხოლოდ მრეწველობის და სოფლის მეურნეობის სექტორში.

თუ ინდექსებს საწარმოთა ზომის მიხედვით ჩავშლით, შევნიშნავთ, რომ ბიზნეს განწყობის, მიმდინარე მდგომარეობისა, ბიზნესის მოლოდინების და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსები შემცირდა როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. ბიზნეს საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორებად როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმები, კვლავ მოთხოვნის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სიმცირეს ასახელებენ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები