| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი განახლებადი ენერგიების ხელშეწყობის პრიორიტეტულობაზე აცხადებს.
ფონდის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის, ჯუბო ტურაშვილის განცხადებით, 25 მგვტ მზის ელექტროსადგურის პროექტზე წინარე ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა ჩატარდა.
ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებულია პროექტის ფინანსური მოდელი და უახლოეს მომავალში პროექტი იქნება მზად საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განვითარდეს და გამოცხადდეს აუქციონი პროექტის შემდომი ექსპლუატაციის მიზნით.
ტურაშვილის განცხადებით,განახლებადი ენერგიების ხელშეწყობა, გულისხმობს ქარსა და მზეს, ჰიდროსთან კომბინაციაში.
"კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი ავითვისოთ ქარის ენერგია, თუმცა გარკვეული ეტაპების და დღის წესრიგის დაცვა ამისთვის აუცილებელია. ამისთვის გვაქვს 10 წლიანი გეგმა, საბოლოოდ, 2030 წლისთვის გვაქვს შესაძლებლობა ქარის ენერგიამ მოგვცეს 1330 მგვტ-ის ათვისების შესაძლებლობა, ვგულისხობ ქსელთან ინტეგრაციას, ხოლო მზის ენერგიამ 520 მგვტ", აცხადებს ტურაშვილი.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად ტურაშვილი მზის პანელების ახალ პროექტს გამოყოფს:
-ბათუმის 13 საჯარო სკოლას მზის ელექტროსადგურები დაუმონტაჟდება.
პროექტს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" და ლიეტუვურ კომპანიასთან Via Solis ერთობლივად ახორციელებს.
პროექტი ლიეტუვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს გრანტით და “ენერგეტიკის განვითარების ფონდის" 20%-იანი თანამონაწილეობით დაფინანსდება.
მზის ელექტროსისტემების ჯამური დადგმული სიმძლავრე 327.7 კვტ-ს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულებაა კი, 502 667 ევროა (დღგ-ს გარეშე).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss