| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - COVID-ის ავიაინდუსტრიაზე გავლენა, საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტზეც აისახა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2020 წლის აპრილში მარტთან შედარებით ქვეყანაში პროდუქტის იმპორტი 83,3%-ით შემცირდა, 1000 ტონამდე. დანაკლისი 5000 ტონაა.
მაჩვენებელი თითქმის 89%-ით დაეცა წლიურ ჭრილში.
აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% (1,0 ათასი ტონა) თურქმენეთზე მოდის.
სულ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, 36,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (30,9 ათასი ტონა) შედარებით.
პირველ კვარტალში საავიაციო ნავთის იმპორტის 75,4% (14,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (2,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 11,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss