| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს.
რკინიგზის ცნობით, სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ 50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები სრულდება.
ექსპლუატაციის პროცესში მანქანები განიცდის ცვეთას და კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს. წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია. წლის ბოლოს, დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება.
სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss