| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - COVID-19-მა კომპანიების 65%-ს შემოსავლები გაუნახევრა, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა კი კომპანიებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნა.
PwC საქართველოს ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე შეექმნა პრობლემები ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით, ნახევარი ამ გამოწვევის წინაშე 1-6 თვეში დადგება, 15% კი გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.
პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. ყველაზე დიდი შემცირებები სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესშია - გათავისუფლებულია თანამშრომელთა 40%.
სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა. თუმცა არსებული გაურკვევლობის გამო, ბიზნესის მოლოდინებიც ემთხვევა არსებული სიტუაციის შეფასებას. კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად. იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე. გამოკითხულ კომპანიებს შორის რეგიონში მომუშავეები ნაკლებად ელოდებიან შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას - 44% რეგიონებში და 51% თბილისში. მსგავსი სხვაობა ფიქსირდება ასევე თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გეგმასთან დაკავშირებით - რეგიონების კომპანიების 45% არ გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებას, თბილისში მომუშავე კომპანიების 37%-თან შედარებით.
ყველაზე მეტად შემოსავლები სასტუმროებისა და რესტორნების სექტორს დააკლდა, შემოსავალი 75%-ზე მეტს შეუმცირდა.
მკვლევარების შეფასებით, არსებული რეალობის ფონზე შედარებით პოზიტიურია ბიზნესის მოლოდინები სამომავლო შემოსავლებთან დაკავშირებით, რესპონდენტთა დაახლოებით ნახევარი ელოდება წინა პერიოდთან შედარებით შემოსავლების 50%-ზე მეტით ვარდნას. ამ შემთხვევაშიც ყველაზე ნეგატიური პროგნოზი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში იკვეთება.
PwC საქართველომ 16-27 აპრილის შუალედში ონლაინ გამოკითხვის მეთოდით 1938 კომპანია გამოკითხა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss