| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების ბაზარზე გაუმჯობესების ნიშნები დაინახა.
1 ივნისის მდგომარეობით, თიბისი ბანკის გაცემული იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი Y.Y -73%-ს შეადგენს, რაც წინა კვირის მაჩვენებლის მცირედ გაუმჯობესებას წარმოადგენს.
მაისის ბოლოს, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო ზრდის ტემპი Y,Y -70%-ს შეადგენს (L/w.-73%). მინიმალური მაჩვენებელი (-97% წ/წ) აპრილში დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე გაუმჯობესება ნელი ტემპით მიმდინარეობს, რასაც თიბისი კაპიტალი მთავრობის მიერ დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების ამოქმედების მოლოდინს უკავშირებს.
ამავდროულად ვარაუდობს, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და მთავრობის მხარდაჭერის ღონისძებებმა ტენდენციას გააუმჯობესებს.
სებ-ის ინდექსით, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში ბინების ფასი დოლარში 3.5%-ით შემცირდა. აპრილთან შედარებით ფასებმა მცირედით (-0.2%) იკლო ლარშიც.
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მკვეთრ კლებას განაგრძობს ქირის ფასი დოლარში, რომელიც, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მაისში 12%-ით იყო შემცირებული. ქირის ღირებულება ბინის გასაყიდი ფასის ცვლილების წინმსწრები ინდიკატორია,
რაც ბინების ფასების კლების სავარაუდო გაგრძელების მოლოდინს ქმნის. ამასთან, მოსალოდნელია მთავრობის მიერ დაანონსებული მხარდაჭერის გეგმამ ნეგატიური ეფექტი შეამსუბუქოს.
ქირის შემოსავლიანობამ თებერვალში 8.7%, აპრილში 8.1% ხოლო მაისში 8.0% შეადგინა და ამჟამად მცირედით ჩამოსცდება მის გრძელვადიან ტრენდს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss