ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მარნეულში ფიფას II კატეგორიის სტადიონი შენდება
10 ივნისი, 2020, 11:40
მარნეულში ფიფას II კატეგორიის სტადიონი შენდება

თბილისი (GBC) - მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულში 1500 მაყურებელზე გათვლილ საფეხბურთო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა.  შესყიდვა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის  და ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი - სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი. 

გარდა სტადიონის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი მარნეულში შვიდი სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ეს სკოლებია: სოფელ ცოფის საჯარო სკოლა, სოფელ შულავერის N2 საჯარო სკოლა, სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლა, სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა, სოფელ ხულდარის საჯარო სკოლა, სოფელ ქურთლიარის საჯარო სკოლა და სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლა. ხოლო რაც შეეხება სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლას ფონდს ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს და უახლოეს პერიოდში დაიწყებს მშენებლობას.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები