ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავტოდაზღვევის ბაზარი აუთვისებელია
11 ივნისი, 2020, 10:37
ავტოდაზღვევის ბაზარი აუთვისებელია
თბილისი (GBC) - კონკურენციის სააგენტომ ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი დაასრულა (პერიოდი: 2015-2019)

გამოიკვეთა, რომ ავტოდაზღვევის ბაზარი შესვლის, ოპერირებისა და გასვლის მაღალი ბარიერებით ხასიათდება, რასაც საფუძვლად უდევს ორი გარემოება: 1. რეგულაციები და 2. დაზღვევის ზოგადი ბუნება მასშტაბის ეკონომიის მიღწევის მიზნით.

ბარიერები თანაბრად ვრცელდება არსებულ და პოტენციურ ეკონომიკურ აგენტზე, რაც სააგენტოს დასკვნით, არადისკრიმინაციულობაზე მიანიშნებს.

2015-2019 წლებში ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) მნიშვნელოვნად შემცირებულია, რამაც მაღალკონცენტრირებულიდან ზომიერად კონცენტრირებულ მდგომარეობაში გადასვლა განაპირობა. ამასთან, კომპანიების რაოდენობაც გაზრდილია.

ფასების ანალიზით, აგენტების ფასწარმოქმნის განსხვავებული პოლიტიკა გამოიკვეთა. ფასები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოდენობით იცვლება და კორელაციის კოეფიციენტების გათვალისწინებით არ გამოირჩევა პარალელიზმის მაღალი ხარისხით.

საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზრდის ტრენდის მიუხედავად დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში არსებულ ავტოპარკთან შედარებით მცირეა და ბაზარი აუთვესებელია. არსებობს ბაზრის ათვისების პოტენციალი.

CASCO ბაზარზე კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები არ გამოიკვეთა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები