ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პაპაშვილი ჩეხ და პოლონელ ტურისტებს ელის
15 ივნისი, 2020, 11:50
პაპაშვილი ჩეხ და პოლონელ ტურისტებს ელის
თბილისი (GBC) - შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ კურორტებზე სიხალვათეა. სასტუმრო "კაბადონის" მფლობელის ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის ქუჩებში ტურისტების სიმრავლე არ არის თუმცა მისი 21 ნომრიანი სასტუმრო შევსებულია.

სასტუმროს სავიზიტო ბარათი მისი ადგილმდებარეობაა: შენობის ტერასებიდან და აივნებიდან ალაზნის ველის და კავკასიონის მთების ულამაზესი პანორამა იშლება. პაპაშვილის თქმით, ივლისისთვის ჩეხი და პოლონელ ტურისტები ჩამოსასვლელად ემზადებიან. ისინი covid ტესტირების ცნობას წარმოადგენენ.

"კაბადონს" 1 ივნისს გახსნილ სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად ევალება სტუმრის თერმოსკრინინგი, ეკიპირება, მათი დისტანცირება, ასევე პერსანალის დისტანცირებით მუშაობა, უკონტაქტო ანგარიშსწორება, ტერმინალის მეშვეობით.

1 ივნისიდან გახსნილია დაცული ტერიტორიებიც. სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ობიექტები აღჭურვილია პრევენციისთვის გათვალისწინებული საშუალებებით. სააგენტო ვიზიტორებს რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები