ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
კომპანიის სიახლეები
<< უკან

მსგავსი სტატიები
8.5% დეფიციტი სებ-ისთვისაც მისაღებია
17 ივნისი, 2020, 21:37

თბილისი (GBC) - ბიუჯეტის დეფიციტის ისე არ უნდა გაიზარდოს, რომ ინფლაციაზე დამატებითი წნეხის რისკები გააჩონოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
ეროვნული ბანკის შეფასებით, აბტიკრიზისული პროექტი დაბალანსებულია - ერთი მხრივ, ის პასუხობს შემცირებული ერთობლივი მოთხოვნის მხარდაჭერის ამოცანას, მეორე მხრივ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის აღნიშნული ზრდა დროებითი ხასიათისაა, ეს პარამეტრი მომავალ წლებში ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და 2023 წლისთვის მდგრად დონეს (3%) დაუბრუნდეს
შედეგად, 2020 წლის ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, შემდგომ წლებში ფისკალური კონსოლიდაციის გათვალისწინებით, ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის. გაზრდილი დეფიციტის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ფინანსდება. შედეგად, გაიზრდება საერთაშორისო რეზერვები, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს საჭიროების მიხედვით განახორციელოს სავალუტო ინტერვენციები და ამ გზით თავიდან აირიდოს ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური დამატებითი წნეხი გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე.
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მთავარი წყარო ვალდებულებების ზრდაა.პროექტით გათვალისწინებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის გზით1,850 მლნ ლარის მობილიზება, რაც წინა წელთან შედარებით 901 მლნ ლარით მეტია.საგარეო ვალდებულებები 5,199 მლნ ლარით იზრდება. შედეგად, მთავრობის ვალი მშპსთან მიმართებით 2020 წელს 13.2 პროცენტული პუნქტით იზრდება და 54.4%-ს შეადგენს. სწრაფი ზრდის მიუხედავად, მთავრობის ვალი მშპ-სთან კვლავ 60%-ზე ნაკლებია. იმ დაშვებით, რომ მომდევნო წლებში მშპ-ს ზრდა საშუალოდ 5%-ის ფარგლებში იქნება და საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ მცირდება, ვალის აღნიშნული ზრდა საშუალოვადიან პერიოდში ვალის მდგრადობის რისკებს არ წარმოშობს. საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე დასკვა სებ-ის ვიცე-პრზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა წარმოადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 10,303 მილიონი ლარით განისაზღვრება, საიდანაც 8,979 მილიონი ლარი საგადასახადო შემოსავლებზე, ხოლო 1,323 მილიონი ლარი არასაგადასახადო შემოსავლებზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 7.1%-ით მცირდება.
პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14,811 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც მიმდინარე ხარჯებისთვის 11,586 მილიონი, ხოლო კაპიტალურ ხარჯებსა და წმინდა დაკრედიტებისთვის 3,225 მილიონი ლარია განსაზღვრული.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 2019 წელთან შედარებით 2,449 მილიონი ლარით იზრდება. ზრდა შეეხო მიმდინარე ხარჯებს (2,515 მლნ ლარი), ხოლო კაპიტალური ხარჯები და წმინდა დაკრედიტება კი 66 მლნ ლარით მცირდება. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წელს მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 8.5 პროცენტზე არის დაგეგმილი. (2019 წელს 2% იყო).
პანდემიის შედეგად ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის დროებითი ზრდა გამართლებულია, ერთი მხრივ, ჯანდაცვისა და გაზრდილი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად და,მეორე მხრივ, ეკონომიკის აღდგენის პროცესის მხარდაჭერისთვის, - მიაჩნია სებ-ს..
პროექტის საპარფლამენტო კომიტეტზე წარდგენისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, ეკონომიკის 4 % კლების ოპტიმისტური პროგნოზით (საბაზისო) გაიწერა. ფულადი რესურსების მატებით, უარესი სცენარისას, მეტის ხარჯვის მზაობისთვის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ პანდემიის კრიზით ყველაზე მეტად საგადასახადო შემოსავლების დანაკლისზე აღნიშნა. სესხების და დონორების დაფინანსებული გრანტების გარეშე, ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლები 13.7 მლრდ-დან, 11.9 მლრდ ლარამდე მცირდება (1.8 მლრდ -ით). ₾1.545 მლრდ პანდემიით გამოწვეული კლებაა. ამას ემატება დანაკლისი (250 მლნ) საგადასახადო შემოსვლების შეღავათებით. ბიუჯეტს15 მლნ აკლდება სსიპ -სგან, რომელთა შემოსავლებიც ასევე შემცირებულია. 137 მლნ-ის დანაკლისია სხვა შემოსავლებში. ამას აბალანსებს covფონდის 133 მლნ და დონორებისგან მოზიდული ფული. პრივატიზაციიდან დაგეგმილი 230 მლნ-ის შემოსავალი 150 მლნ-მდე, სესხების მომსახურების 115 მლნ-დან, 75 მლნ-მდე მცირდება.
ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტი 3.4 მლრდ ლარია. 450 +75 მლნ (ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში) შემოსავალშემცირებულ დასაქმებულთა 6 თვიანი (200X6=1 200) და თვითდასაქმებულებულთა ერთჯერადი ₾300 დამხარებისთვის.170 მლნ - კომუნალურების სუბსიდირებაა. ოჯახები, 65- 100 000 სარეიტინგო ქულით, მიიღებენ ₾70, ₾ 90, ₾100 -ს, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.3-დან ყოველ წევრზე +₾35 დანამატია. 13 მლნ -ია მრავალშვილიანი ოჯახების და 24 მლნ - შშმ პირთა ₾100-იანი დახმარებისთვის. 44 მლნ- საკარანტინე სივრცეების მომსახურების ხარჯი, მილიონი - ავიარეისების სუბსიდირება. (ეკომიკის სამინისტროს ასიგნ). ჯანდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 345 მლნ-covid -ის მართვისთვის (ტესტირება, ობიექტების აღჭურვა, მკურნალობა ...). კაკაურიძემ აღნიშნა, რომ დაფინანსების სრული პაკეტია არსებული და პოტენციური პაციენტების მკურნალობა-რეაბილიტაციისთვის.
330 მლნ-ია საკრედიტო- საგარანტიო სქემისთვის. სესხების რესტრუქტრიზაციაში, 30% და ახალ სესხებში, სახელმწიფოს 90% გარანტიით. 70 მლნ - სასტუმროების სესხის საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებაა, ქონების გადასახადისგან ტურისტული სექტორის გათავისუფლებით დანაკლისი - 45 მლნ. 20 მლნ -ნმცირე მეწარმეების დახმარებისთვის. დეველოპერების სტიმულირების 5 წლიანი პროგრამის პირველი წლის 40 მლნ -დან, 20 მლნ დევნილთა ბინების შესასყიდია (ჯანდაცვა) და დანარჩენი იპოთეკური სესხების თანადაფინანსების და სამშენებლო სექტორის სესხის საგარანტიო მექანიზმისთვის. +139 მლნ - აგრარული სექტორის დაფინანსება. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პირდაპირ არ არის ასახული დღგ ზედმეტობის დაბრუნება - 600 მლნ, შიდა ვალი იზრდება ფასიანი ქაღალდების ემისიით.
ბიუჯეტის შემოსავლის და ხარჯვით ნაწილში ასახულია cov ფონდის 133.5 მლნ, შესაბამისი ჩანაწერით, რომ მხოლოდ პანდემიის საწინაღმდეგო ღონისძიებებისთვის და პანდემიით დაზარალებულთა დასახმარებლად დაიხარჯება.
კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტი კორექტირდა ისე, რომ დეფიციტის სსფ-ს რეკომენდებული პარამეტრი დამჯდარიყო. დეფიციტი 2.5% 8.5% -მდე იზრდება და ამის დაცვა საერთაშორიოს დახმარებების მიღების მთავარი პირობაა.
ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 600 მლნ-ით მცირდება. დამატებითი ხარჯებია - 1.801 მლრდ. 10.212 მლრდ - სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები (1, 14 მლრდ -ით შემცირებული). საგასადახადო შემოსავლები 1.485 მლნ-ით შემცირებულია. 8 999 მლრდ-მდე. სხვა შემოსავლების პროგნოზი 155 მლნ -ით, 675 მლნ ლარამდე იზრდება. ზრდა 3 კომპონენტისგან შედგება. 1) stopcov ფონდის 133.5 მლნ, 2) საპროცენტო შემოსავალი და 3) სებ-ის მოგება, დაგეგმილი 70 მლნ -ის ნაცვლად სახელმწიფომ 100 მლნ-ის დივიდენდები მიიღო და ბიუჯეტშიც აისახა.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
კონკურენციის სააგენტომ „ბრენდის მოპარვის“ ფაქტი დაადასტურა
27 სექტემბერი, 2022, 11:02
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss