ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
კომპანიის სიახლეები
<< უკან
მსგავსი სტატიები
"ვინ იჭერს ქამრებს "- 23 უწყება, სადაც შრომის ანაზღაურება მცირდება
18 ივნისი, 2020, 11:48

თბილისი (GBC) - 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები 23 მხარჯავი დაწესებულებისთვის მცირდება.
აქედან ყველაზე მსხვილი შემცირება პროცენტულად (55.6%) სსიპ - საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფიქსირდება. თუ ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტით სააგენტოს შრომის ანაზღაურება 0.5 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ახალი პროექტით ეს თანხა 0.2 მლნ ლარამდე მცირდება.
თანხობრივად ყველაზე მეტად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯი მცირდება 47.4 მლნ ლარიდან, 42.4 მლნ ლარამდე.
3.9 მლნ ლარით, 79.5 მლნ ლარამდე მცირდება შრომის ანაზღაურება იუსტიციის სამინისტროში; ჯამში 4.7%-ით.
7.4%-ით იმცირებს ანაზღაურების ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო - 34.2 მლნ ლარამდე.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯი 1.7%-ით ანუ 1.5 მლნ ლარით მცირდება და წლის განმავლობაში 84.8 მლნ ლარს შეადგენს.
13%-ით იმცირებს შრომის ანაზღაურებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 10.3 მლნ ლარიდან, 9 მლნ ლარამდე.
ფინანსთა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ხარჯი 2.6%-ით მცირდება 46 მლნ ლარამდე.
ეკონომიკის სამინისტროს შრომის ანაზღაურება 14.6 მლნ ლარამდე მცირდება - კლება 6.9%-ია.
შრომის ანაზრაურება მცირდება შემდეგ მხარჯავ დაწესებულებებშიც: სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი (-19.6%); აუდიტის სამსახური (-7%); პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები (-1.6%); ვეტერანების საქმეთა სამსახური (-16.5%); უსაფრთხოების საბჭოს აპარატი (-21.6%); ახალგაზრდობის სააგენტო (-34%); საგარეო საქმეთა სამინისტრო (-3.1%); საჯარო სამსახურის ბიურო (-16%); კონკურენციის სააგენტო (-11%); საქსტატი (-2.5%); საპენსიო სააგენტო (-3.1%); პრეზიდენტის ადმინისტრაცია (-3.8%); სავაჭრო სამრეწველო პალატა (-6.5%); შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (-4.3%); სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (-8.9%);
რაც შეეხება „შრომის ანაზღაურების“ მუხლის ფარდობას მთლიან შიდა პროდუქტთან, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებთან და ხარჯებთან მიმართებაში, 2020 წლის დამტკიცებული გეგმის მიხედვით, „შრომის ანაზღაურების“ მუხლის გეგმა ხარჯების 14.5%-ს წარმოდგენს, რაც დაბალი ნიშნულია 2012-2019 წლებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ ნიშნულებთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების - 10.9%-ს, ხოლო 2019 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებული მშპ-ის - 3.0%-ს.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
კონკურენციის სააგენტომ „ბრენდის მოპარვის“ ფაქტი დაადასტურა
27 სექტემბერი, 2022, 11:02
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss