| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Cushman & Wakefield-ის კვლევის ფარგლებში დეველოპერულმა კომპანიებმა ის კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთეს, რა მხრივაც ელიან, ან საჭიროებენ მხარდაჭერას, როგორც სახემწიფოს, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან. ერთ-ერთ მნიაშვნელოვან მხარდაჭერის წყაროს დღგ-ს, საშემოსავლოსა და ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები წარმოადგენს.
გარდა ამისა, დეველოპერებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერების მნიშვნელობაზეც. რესპონდენტების თქმით, აუცილებელია პროექტების ჩაბარების ვადების გადახედვაც, ვინაიდან არსებულმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა როგორც მშენებლობის, ასევე გაყიდვების პროცესი, რაც ფინანსური რესურსის გენერირების უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დეველოპერებმა ფინანსური ინსტიტუციების მხრიდან შეღავათების გაკეთების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
მათი თქმით, საპროცენტო განაკვეთის გადახედვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც დაემხარებათ პოსტ-კრიზისულპერიოდში არსებული სირთულეების დაძლევაში. იპოთეკურ სესხებთან მიმართებაში, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ცვლილებების განხორციელება გაყიდვებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ვინაიდან, ბათუმის რეზიდენტული უძრავი ქონების მყიდველთა უმრავლესობა უცხოელები არიან, მხოლოდ მათი მცირედი ნაწილი სარგებლობს საბანკო მხარდაჭერით. ძირითადად ბათუმის დეველოპერები პოტენციურ მყიდველებს შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობენ, რაც მათი თქმით, გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი სტიმულია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss