ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს ლევან ფერაძე შეუერთდა
17 ივლისი, 2020, 10:06
ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს ლევან ფერაძე შეუერთდა

თბილისი (GBC) - ნიუ ჰოსპიტალსის გუნდს ბავშვთა ქირურგი, ლევან ფერაძე შეუერთდა, რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

ლევან ფერაძეს 34 წლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია ბავშვთა ქირურგიასა და პედიატრიას მოიცავს. განათლება და გამოცდილება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და აშშ-ს “სკრენტონის უნივერსიტეტში”. ამავდროულად, იგი არის 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და „ბავშვთა ქირურგები ჯანმრთელი მომავლისთვის“ - ასოციაციის თავჯდომარე.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულება მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის საბავშვო ჰოსპიტალთან თანამშრომლობით პაციენტებს სთავაზობს სრული სპექტრის ქირურგიულ მომსახურებას, რაც მოიცავს ინვაზიურ პროცედურებს, ლაპარასკოპიულ ინტერვენციებს, ღია ქირურგიულ ოპერაციებს და ახალშობილთა ქირურგიას.

ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურით, აღჭურვილობით და სერვისების ხარისხით, მოსახლეობას სთავაზობს პაციენტის მზრუნველობაზე ორიენტირებულ, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები