| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე მშპ-სთან მიმართებით 2.8%-დან 3.6%-მდე გაიზარდა 2010-19 წლებში. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ეს ინდიკატორი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალია, სადაც განათლების ხარჯები მშპ-ს 5%-ზე მეტია.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად განათლებაზე დანახარჯები
მშპ-ს 6%-მდე გაიზრდება 2022 წლიდან, განათლების სისტემის ხარისხისა და ეფექტურობის
გაუმჯობესების მიზნით.
განათლებაზე სახელმწიფო ხარჯები გასამმაგდა 2010-19 წლების განმავლობაში
და 1.8 მლრდ ლარს მიაღწია. შედეგად, განათლების წილი მთლიან სახელმწიფო ხარჯებში
3.7 პროცენტული პუნქტით გაიზრდა 11.9%-მდე იმავე პერიოდში. 2019 წელს განათლებისთვის
გამოყოფილი ბიუჯეტიდან, დაფინანსების ნახევარი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს მოხმარდა,
7.5% უმაღლესს და მხოლოდ 2.8% პროფესიულ განათლებას. დანარჩენი ხარჯები განკუთვნილი
იყო სკოლამდელი განათლების (15.3%) ინფრასტრუქტურული პროექტების (14.7%), მეცნიერების
ხელშეწყობისა (3.4%) და სხვა დამხმარე პროგრამებისთვის (6.5%).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss