| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბოლო წლებში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი უკვე მთელ უკრაინაში გადის.
რამდენიმე წლის წინ
რეექსპორტი ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში მიდიოდა.
იმის მიუხედავად, რომ
აზერბაიჯანის პირველობა საქართველოდან ავტოექსპორტის კუთხით უცვლელი რჩება, უკრაინა უკვე მნიშვნელოვანი პარტნიორია.
2020 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში 3060 ავტომობილი გავიდა - ეს ნაკლებია, ვიდრე
2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3980 მანქანა.
საქართველომ 2020 წლის
6 თვის მანძილზე უკრაინაში ავტოექსპორტით 28 მლნ.
დოლარი მიიღო, მაშინ,
როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში - 37 მლნ.
კლება პანდემიასთანაა დაკავშირებული, რაზეც
ივნისის სტატისტიკაც მეტყველებს - 2020 წლის ივნისში უკრაინაში 682 ავტომობილი გავიდა, ხოლო 2019 წლის
ივნისში - 1082.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss