ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შატო მუკუზანმა თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა
19 აგვისტო, 2020, 19:01
შატო მუკუზანმა თიბისის მხარდაჭერით საწარმო გააფართოვა

თბილისი (GBC) - მუკუზანი დაცული ადგიწარმოშობის დასახელების ღვინოა, რომელიც გურჯაანის რაიონში, მუკუზანის მევენახეობის სპეციფიკურ ზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისგან იწარმოება.  ღვინო „მუკუზანის“ წარმოება საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაიწყო, იგი ძველდება მუხის კასრში, სულ ცოტა 3 წლით.

„შატო მუკუზანი“ მუკუზანის მიკროზონაში მდებარე კომპანიაა, რომელიც ძირითადად სწორედ ამ ცნობილ ქართულ ღვინოს აწარმოებს, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მათი ღვინოების ჩამონათვალში სხვა ცნობილი ქართული ღვინოებიც შედის: რქაწითელი, საფერავი და ქინძმარაული.

კომპანია ბაზარზე უკვე 5 წელია არსებობს, წელიწადში საშუალოდ, 2-დან 3 ათას ტონამდე ღვინოს აწარმოებენ. წელს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების  მიუხედავად, საწარმოს განახლება  გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით „შატო მუკუზანმა“ ღვინის წარმოებისთვის საჭირო ახალი დანადგარები შეიძინა, წარმოების გაზრდას ვარაუდობენ, თუმცა რამდენით, ეს ყურძნის მოსავალზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენი საწარმო მუკუზანის მიკროზონაში მდებარებს, იქ, სადაც 100 პროცენტით ნამდვილი, კახური მუკუზანი იწარმოება. საკუთარი ვენახები ქარხნის ირგვლივ გავაშენეთ, თუმცა სრული წარმადობისთვის აქ მოწეული საფერავი საკმარისი არაა, ამიტომ ყურძენს გლეხებისგანაც ვყიდულობთ. წელს გვაქვს მოლოდინი, რომ კარგი რთველი იქნება,“ - ამბობს „შატო მუკუზანის“ ერთერთი დამფუძნებელი გიორგი მიტიჩაშვილი.

კომპანია ღვინოს ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ყიდის, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე გასვლას აპირებენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები