ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მრეწველობაში 123 000 ადამიანია დასაქმებული
24 აგვისტო, 2020, 12:02
მრეწველობაში 123 000 ადამიანია დასაქმებული

თბილისი (GBC) - 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მრეწველობაში დასაქმებულია მხოლოდ 123 000 ადამიანი.

საგულისხმოა, რომ წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის არ შეცვლილა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეკონომიკური ზრდის და წარმოების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამების მიუხედავად, რეალური ეკონომიკა ქვეყანაში არ იზრდება.

2014 წელს მრეწველობაში მუშაობდა 115 000 ადამიანი,  2015-ში - 123 000,  2016-ში - 126 000,  2017-ში - 130 000,  2018-ში 131 000, 2019-ში - 128 000, ხოლო 2020 წლის - პირველ კვარტალში - 123 000.

როგორც ჩანს სტატისტიკური მონაცემებიდან, 2015 წლიდან დაიწყო მცირე ზრდა, ხოლო მრეწველობაში დასაქმებამ მაქსიმუმს 2018 წელს მიაღწია, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო.

მთლიანობაში საქართველოში კერძო სექტორში საანგარიშო პერიოდში დასაქმებულია 684 000 ადამიანი, შესაბამისად, ბიზნესში დასაქმებულთა მხოლოდ 17% მუშაობს.

კიდევ უფრო დაბალია საქართველოს მაჩვენებელი მთლიან დასაქმებაში, საჯარო სექტორის  და თვითდასაქმებულთა ჩათვლით.

როგორც ცნობილია, 2020 პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1 684 000- შეადგენს, შესაბამისად, მრეწველობაში დასაქმებულთა მხოლოდ 7% მუშაობს.

კიდევ უფრო მძიმე სურათი გამოდის  ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან შედარებით - ეს მაჩვენებელი 1,9 მლნ.- შეადგენდა, შესაბამისადმრეწველობაში ამ კუთხით დასაქმებულია 6%.

განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 20-დან 30%-მდე მერყეობს, ევროკავშირში ყველაზე დაბალი კი - საბერძნეთშია - 15%.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები