ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კახეთში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა
28 აგვისტო, 2020, 13:25
კახეთში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა

თბილისი (GBC) - ყვარლის რაიონში, სოფ. ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გაიხსნა.

საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, კახეთის რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება.

საწარმო „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიამ" „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 1 მლნ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370,000 ლარი გრანტია, ხოლო 300,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია FERRERO-სა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა.

კახეთის რეგიონში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე (HDS) საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად. აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი. საწარმოს საშრობის წარმადობა 1 000 ტონაა, ხოლო შენახვის - 500 ტონა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები