ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება
31 აგვისტო, 2020, 12:40
საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება

თბილისი (GBC) - 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 5.5%-ით შემცირდა, იანვარ-ივლისში კი ეკონომიკა საშუალოდ 5.8%-ით შემცირდა.

კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებელი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

რაც შეეხება საბიუჯეტო შემოსავლებს, 2020 წლის იანვარში ხარჯები (859 მლნ.) პირიქითშემოსავლებზე (909 მლნ.) ნაკლები იყო, თებერვალში ხარჯებმა 862,3 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა - 792,1 მლნ. ლარი.

მარტში ეს შეფარდება იყო 1,02 მლრდ. და 1,1 მლრდ., აპრილში - 800 მლნ. და 799 მლნ., მაისში - 916.2 და 795,4 მლნ. ლარი.

სხვაობის მკვეთრი ზრდა ივნისში (1 მლრდ. და 635 მლნ. ლარი), და ივლისში - (1,2 მლრდ. და 869 მლნ. ლარი) დაფიქსირდა.

ხარჯები შემოსავლებს მნიშვნელოვნად აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის წინა თვეებთან, არამედ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.

კერძოდ, 2019 წლის ივნისში საბიუჯეტო ხარჯებმა 774 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო შემოსავლებმა - 752,6 მლნ.,  ივლისში კი შემოსავლები (872 მლნ.) ხარჯებს (753,6 მლნ.)- აღემატებოდა.

2019 წლის 8 თვეში, ივნისის გარდა  ხარჯები შემოსავლებს უმნიშვნელოდ მხოლოდ თებერვალში  - 755 მლნ. და 689 მლნ, ლარი - აღემატებოდა.

ყველა დანარჩენ თვეში ბიუჯეტი მეტს იღებდა, ვიდრე ხარჯავდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები