ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რედკო ახალ პროექტებს აპაუზებს
1 სექტემბერი, 2020, 17:56
 რედკო ახალ პროექტებს აპაუზებს

თბილისი (GBC) - „დეველორეპების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა ჩვენი კომპანიისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია“ -  დეველოპერული კომპანიის „რედკო“ დირექტორის მალხაზ კუნელაურის განცხადებით.

„რედკოსთვის“ დაგამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს სამთავრობო პროგრამის არცერთ კოპმონენტს - არც სუბსიდირების, და არც უშუალოდ ბინების სახელმწიფოს მიერ ყიდვის კუთხით.

„პირველ რიგში საქმე იმაშია, რომ, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დევნილებისთვის ბინების შესყიდვის პროგრამა გათვლილია იაფფასიან საცხოვრებელზე - 1700 ლარი 1 კმ.მ. ჩვენ კი გაცილებით უფრო ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე ვარ ორიენტირებულები. რაც შეეხება სესხების სუბსიდირების პროგრამას, ის რა თქმა უნდა, კარგია, ისევე როგორც ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც გაყიდვების ზრდაზეა გათვლილი, თუმცა ჩვენთვის ხელშესახები შედეგები არც ამ კომპონენტს აქვს“  - მიიჩნევს მალხაზე კუნელაური.

მისი თქმით, „რედკო“ ძირითადად აშენებს აპარტებს, რომლებსაც არა საცხოვრებლად, არამედ გასაქირავებლად ყიდულობენ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ბინები, რომლებიც სასოცოხცლოდ აიცულებელია - ეს არის ბიზნეს-ინვესტიცია, რომელიც დამოკიდებულია ტურიზმის განვითარებაზე. თუ ტურისტები არ ჩამოდიან, პოტენციური მყიდველი მოლოდინის რეჟიმში გადადის, და გადაწყვეტილებას მხოლოდ ტურისტული სექტორის გამოცოცხლების შემდეგ მიიღებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, და იპოთექის სუბსიდირების პროგრამის რამდენიმე ბენეფიციარი გვყავს, თუმცა, მათი რაოდენობა  უმნიშვნელოა“  - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

მისი თქმით, კარანტინის დროს და მის შემდეგ „რედკოს“ არც ერთი მიმდინარე პროექტი არ შეუჩერებია - მაგალითად, 8 შენობა გუდაურში, თუმცა, ახლების დაწყებისგან ჯერ თავს იკავებს.

„ჩვენ ვაპირებდით 10 ახალი კორპუსის აშენებას გუდაურში, თუმცა, ტურიზმში შექმნილი რთული ვითარების გამო, ეს პროექტები გადაიდო. ჩვენ შევინარცჩუნეთ თანამშრომლები, ვაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, მაგრამ  ახლების დაწყებისგან ჯერ თავის ვიკავებთ - ველოდებით ტურისტული სექტორის გამოცოცხლებას“’  - განაცხად მალხაზ კუნელაურმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები