| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის ეკონომიკა ახალი გამოწვევის წინაშეა. ევროს კურსი ბოლო 5 თვეში 12 პუნქტით გამყარდა და 1 სექტემბერს მისმა ფასმა, პირველად 2018 წლის მაისის შემდეგ, $1,2–ს გადააჭარბა. ვალუტის გამყარებაში ევროპის ცენტრალური ბანკი ახალ უბედურებას ხედავს, წერსს სააგენტო Bloomberg.
ევროზონა ძალიან არის დამოკიდებული ექსპორტზე. ვალუტის გამყარების პირობებში ადგილობრივი პროდუქცია საგარეო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას კარგავს, საქონელი ძვირდება, რის გამოც მათზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს. „1 ევრო – $1,2 ეს რაღაც წითელი ხაზის მსგავსია. ამ მომენტისთვის ევროპის ცენტრალურ ბანკს ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მხოლოდ შეეცდება ვალუტის კურსის დაწევას“, – აღნიშნა კატარინა უტერმოელმა, რომელიც Allianz SE–ს უფროსი ეკონომისტია.
ევროს გამყარება დამატებითი ტვირთია ექსპორტიორებისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ისედაც შემცირებულია, მიიჩნევს გერმანიის მანქანათმენებელი ასოციაციის VDMA ეკონომისტი ოლაფ ვორტმანი. ვითარების სერიოზულობა თვალსაჩინო მას შემდეგ გახდა, რაც ევროზონაში ინფლაცია უარყოფით ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც პირველად მოხდა ბოლო 4 წლის განმავლობაში.
აგვისტოში დეფლაციამ 0,2% შეადგინა (ნაცვლად ივლისის
0,4% ინფლაციისა). ფასების ვარდნა სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირების გამო ხდება,
რაც მწარმოებლებს შემოსავალს უმცირებს, აიძულებს მათ შეამცირონ წარმოება და დაითხოვონ
მუშახელი.
ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკა 2020 წლის II კვარტალში რეკორდულად შემცირდა – წლიურ გამოსახულებაში
14,4%–ით. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა მას შემდეგ, რაც სტატისტიკის წარმოება დაიწყეს
(1995 წლიდან).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss