ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მხოლოდ სეზონური სასურსათი იაფდება
3 სექტემბერი, 2020, 13:00
მხოლოდ სეზონური სასურსათი იაფდება

თბილისი (GBC) პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისის, ტურისტული სეზონის ჩაშლის და ეკონომიკის სხვა სექტორებში ვარდნის მიუხედავად, ფასები საქართველოში კვლავაც ზრდას განაგრძობს.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა ყველაფერი - ზრდა არა მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელს შეეხო, არამედ სხვა პროდუქციას, მათ შორის ისეთს, რომელიც აუცილებელი არაა.

2019 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასი ყველაფერს მოემატა - კვების სურსათით დაწყებული,  ავეჟით, და საყოფადცხოვრებლო ტექნიკით დასრულებული. საშუალოდ ფასები 4,5%-დან 18%-მდე გაიზრდა.

2020 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით ინფლაცია 0,02%-ით შემცირდა, თუმცა, ეს გაუმჯობესება მხოლოდ სეზონურ ხასიათს ატარებს.

საქსტატის ინფორმაციით, თვის მანძილზე გაიაფდა სეზონური სასურსათო პროდუქტები - ხილი (-10,6%), და  ბოსტნეული (2,8%).

თუმცა, იგივე პროდუქტები წინა თვესთან შედარებით  გაიაფების მიუხედავად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც გაძვირებული - მაგალითად, ხილი (18%), ყავა, ჩაი, კაკაო (14%).

ამავე დროს ყველა სხვა სასურსათი საქონელი, რომელიც სეზონური არაა, გაძვირდა როგორც 2020 წლის ივლისთან, ასევე 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით  - მაგალითად,  რძის ნაწარმი, ყველი, ხორცი, და კვერცხი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები