| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დისტანციურად სამუშაოდ უცხოელების 1 წლით მოპატიჟებაზე, სამთავრობო პროგრამას „იმუშავე საქართველოში, TBC-capital-ი აფასებს. საინვესტიციო ბანკირები მიიჩნევენ, რომ პროგრამას შეზღუდული და მოკლევადიანი ეფექტი ექნება.
საქართველოს, როგორც ქვეყანას, უცხოელი
ფრილანსერების მოსაზიდად რამდენიმე უპირატესობაც, და ნაკლიც აქვს.
უპირატესობებს შორისაა უსაფრთხოება
- საქართველო ამ მხრივ გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 27-ე ადგილს იკავებს.
დადებითია ასევე ისეთი ფაქტორი, როგორც უცხოელებისთვის ცხოვრების ღირებულება - ამ პარამეტრში
საქართველო 26-ე ადგილზეა მსოფლიოში.
საქართველო ასევე მომგებიანია უძრავი
ქონების ქირის ფასით, - ამ მხრივ ქვეყანა
მსოფლიოში მე-20 ადგილზეა.
ნაკლოვანებებს შორისაა ფიქსირებული
ინტერნეტის სიჩქარე - 104-ე ადგილი, და ასევე მობილური ინტერნეტის სიჩქარე - 79-ე ადგილი.
საქართველო არაა ერთად-ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც დისტანციური მუშაობის მსურველებს ეპატიჟება. ამ მხრივ განსაკუთრებით წყნარი ოკეანეს კუნძულოვანი ქვეყნები აქტიურობენ, რომელთა ეკონომიკა მთლიანად ტურიზმზეა დამოკიდებული - ბერმუდები, სეიშელები, ბარბადოსი, მალდივები ...
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss