| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბანკი Societe Generale, რომელსაც საფრაგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული საგადახდო სისტემების შემუშავება მიანდო, ფასიან ქაღალდებში ციფრული ვალუტის (CBDC) გამოყენებით ანგარიშსწორებისთვის ტოკენების XTZ პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობას იკვლევს.
ფრანგული
საფინანსო კონგლომერატი Societe Generale ექსპერიმენტებს ცენტრალური ბანკის ციფრული
ვალუტით ჩაატარებს. ამისათვის კომპანიამ კრიპტოვალუტა Tezos–ის
ბლოკჩეინი აირჩია. პროგრამის მიზანია CBDC-ის დახმარებით
ციფრულ ფასიან ქაღალდებში გადახდების შესაძლებლობის შესწავლა.
საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული ციფრული ვალუტის გამოსაყენებლად
შესაბამისი აპლიკაციის შესაქმნელად Societe Generale ჯერ კიდევ ივლისში შეარჩია. თავის
მხრივ, ბანკმა კომპანიასთან Noamadic Labs თანამშრომლობა შესთავაზა, რის შესახებაც
ოფიციალურად გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში წერდა. Noamadic Labs კვლევითი ცენტრია და
ის ბლოკჩეინ სისტემა Tezos–ის ეკოსისტემაში შედის.
კრისტინ ლაგარდმა, ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ,
11 სექტემბერს განაცხადა, რომ ევრობანკი ციფრულ ევროზე მუშაობას განაგრძობს და უახლოეს
კვირებში გამოქვეყნდება შედეგები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss