ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი ორდღიანი გაძვირებიდან წითელ ზონაში გადავიდა
17 სექტემბერი, 2020, 12:13
ნავთობი ორდღიანი გაძვირებიდან წითელ ზონაში გადავიდა

თბილისი (GBC) - ეტალონური მარკების ნავთობის ფასი 17 სექტემბერს დილიდან ვარდება, მას შემდეგ, რაც ზედიზედ ორ სავაჭრო სესიაზე ფასში სოლიდურად მოიმატა. ამას ბირჟებზე მიმდინარე ვაჭრობის შედეგები მოწმობს.

თბილისის დროით 8:42 საათისთვის Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე 0,85%–ით გაიაფდა, ბარელზე $41,86–მდე.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, კიდევ უფრო მეტად – 1,02%–ით შემცირდა და ბარელზე $39,75–ს შეადგენს.

სამშაბათსა და ოთხშაბათს ორივე მარკის ნავთობის ფასი 6,5–8%–ით გაიზარდა, ხოლო WTI ოთხშაბათს $40–საც კი ასცდა – პირველად 4 სექტემბრის შემდეგ.

ხუთშაბათის  ფასებზე გავლენა აშშ–ში მარაგების იმაზე მეტად ზრდამაც მოახდინა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, საუბარია მათ შორის დიზელსა და მაზუთზე. 11 სექტემბერს დასრულებულ კვირაში ამერიკაში დისტილატების მარაგი 3,5 მლნ ბარელით გაიზარდა. პროგშნოზით ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 0,6 მლნ ბარელს უტოლდებოდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები