ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი ძვირდება. Brent $43-ს აცდა
18 სექტემბერი, 2020, 10:37
ნავთობი ძვირდება. Brent $43-ს აცდა

თბილისი (GBC} - პარასკევს დილით ნავთობის ფასები იზრდება, რასაც ბაზრის ანალიტიკოსები OPEC+ ფორმატში შეხვედრის შემდეგ „შავ ოქროზე“ მოთხოვნის გაზრდის იმედებს უკავშირებენ.

თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent–ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,58%–ით გაიზარდა და ბარელზე $43,55 შეადგინა. ამერიკული WTI-ს ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, 0,54%–ით არის გაზრდილი – 41,19–მდე ბარელზე.

ინვესტორები ოპტიმისტურად რეაგირებენ OPEC+ ფორმატში გამართული შეხვედრიდან გამოსულ ცნობებზე, ხედავენ რა, რომ „შავ ოქროზე“ მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება. ინვესტორებმა იმასაც მიაქციეს ყურადღება, რომ OPEC+ ალიანსის  შეთანხმების პეორე ფაზის პირველ თვეში ყველა მონაწილე ქვეყანამ პირნათლად შეასრულა ნავთობმოპოვების შემცირების პირობა. გარიგებაში მონაწილე ქვეყნებმა ჯამში 101%–ით შეასრულეს ვალდებულებები, მათ შორის რუსეთმა 98%–ით. თუ გავითვალისწინებთ მექსიკასაც, რომელიც რჩება ალიანსში, მაგრამ ნედლეულის მოპოვების შემცირებაზე უარს ამბობს, მსოფლიოში ნავთობმოპოვების შემცირების საერთო მაჩვენებელმა 102% შეადგინა იმის გამო, რომ ქვეყანაში ნავთობმოპოვება ისედაც თანდათან მცირდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები