| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იმის მიუხედავად, რომ ლურჯ მოცვზე საქართველოში ევროკავშირში
შესაძლო ექსპორტის მხრივ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ამ პროდუქტმა ევროპის
ბაზარზე ადგილი ჯერ ვერ დაიმკვიდრა.
2020 წლის განვლილ პერიოდში ექსპორტზე
650 ტ ლურჯი მოცვი გავიდა, თუმცა 99% გაიყიდა რუსეთში.
კომპანია „ეფკოს“ დირექტორის იოანე
მორჩილაძეს თქმით, ქართული ლურჯი მოცვი სრულფასოვნად ევროპაში ექსპორტზე
არც გასულა.
„თუ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან რაოდენობაზე, ევროკავშირში ექსპორტი არც დაწყებულა - იყო მიწოდების ცაკლეული შემთხვევები, თუმცა, ძალიან ცოტა. ყველა ქართული კომპანია, რომელიც ლურჯ მოცვს აწარმოებს, ძირითადად მუშაობს რუსულ ბაზარზე“ - მისი თქმით, ევროპის ბაზარზე გასვლა ყველა კომპანიის მთავარი მიზანია, რადგანაც, ევროკავშირში ძალიან დიდი მოთხოვნაა ლურჯ მოცვზე. თუმცა, ეს რთული ამოცანაა ევროპულ ბაზარზე მოქმედი რეგულაციების გამო.
„ევროკავშირში პროდუქტის შეტანისთვის
საჭიროა სპეციალური სერტიფიკატი, თუმცა, ეს არაა საკმარისი - ევროპაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. საკმარისია
პროდუქტში ერთი ზედმეტი ნივთიერება იყოს -
და მას ევროკავშირში არ შეუშვებენ“ - განაცხადა
კომპანია „ეფკო“-ს დირექტორმა.
მისი თქმით, ამ მხრივ რუსული ბაზარი
ბევრად უფრო მარტივი, და ამიტომაც მიმზიდველია.
„რუსეთში არაა ძალიან ბევრი რეგულაცია.
ასევე თავად პროცესია გამარტივებული - რუსი იმპორტიორები საფასურს წინასწარ იხდიან,
პროდუქტიც დახლებზე უფრო სწრაფად ხვდება. საბოლოო ჯამში რუსული ბაზარი უფრო მომგებიანია
ჩვენთვის“ - მიიჩნევს იოანე მორჩილაძე.
თუმცა, ამის მიუხედავად, კომპანია
ევროპულ ამბიციებზე უარს არ ამბობს, და მომავალი
წლიდან ევროკავშირში მოცვის მნიშვნელოვანი რაოდენობის ექსპორტის დაწყებას შეეცდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss