ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ნავთობი კვლავ ვარდნაშია
28 სექტემბერი, 2020, 10:44
ნავთობი კვლავ ვარდნაშია

თბილისი (GBC) - ნავთობზე მოთხოვნის ზრდის გაურკვეველი პერსპექტივისა და ლიბიაში „შავი ოქროს“ მოპოვების გაზრდის შესახებ სიგნალების ფონზე, ეტალონურმა მარკებმა კვირის პირველი სავაჭრო სესია ვარდნით დაიწყეს.

ლიბიამ ნავთობის მოპოვების მოცულობა თითქმის სამჯერ, დღე–ღამეში 250 000 ბარელამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც რიგ საბადოებზე სანქციები მოიხსნა.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროების თქმით, ადგილობრივ პორტებში ტანკერები იყრიან თავს, რომლებიც ნავთობით იტვირთებიან საცავებიდან, რაც სარეზერვუარო სივრცეებს ათავისუფლებს, ნავთობმოპოვების შემდგომი ზრდის დასაკმაყოფილებლად.

„ნავთობის ბაზრის სტრუქტურა ამ მომენტში „დათვების“ ტრენდზე მიანიშნებს“, – აღნიშნავს Oversea-Chinese Banking Corp.–ის ეკონომისტი სინგაპურში ჰოუი ლი.

დიდი ქვეყნები ტურიზმის შესაძლო დაბრუნების შეზღუდვას გეგმავენ, რაც ნავთობის გაიაფების მთავარი კატალიზატორია, აღნიშნავს ლი.

Brent-ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე, თბილისის დროით 09:10 საათისთვის 0,67%–ით არის გაიაფებული და ბარელზე $41,64–ს შეადგენს.

ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ნოემბერში მიწოდების პირობით, 0,8%–ით არის შემცირებული და ბარელი $39,93 ნიშნულზე ივაჭრება.

გასულ სასესიო კვირაში Brent 2,9%–ით, ხოლო WTI 2,6%–ით გაიაფდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები