| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თეგეტა თრაქ & ბასი“ საქართველოში ჰინო (HINO)-ს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. HINO TOYOTA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც 40 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე. HINO-ს კომერციული ავტომობილები იწარმოება იაპონიაში, იმ ქარხანაში რომელშიც Toyota-ს ისეთი მოდელები, როგორებიცაა Prado და FJ Cruiser იწარმოება.
„მოხარული ვართ,
რომ „თეგეტა თრაქ &
ბასი“ კიდევ ერთ მსოფლიოში ცნობილ იაპონურ ბრენდთან
იწყებს თანამშრომლობას. HINO-ს კომერციული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობს სადისტრიბუციო
კომპანიებში. ჰინოს ავტომობილები გამოირჩევიან გამძლეობით და ორგანიზაციებს საშუალებას აძლევენ მნიშვნელოვნად დაზოგონ ხარჯები,“
- აცხადებენ „თეგეტა
თრაქ & ბასში“.
„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ გაყიდვების შემდგომ მომსახურების გუნდი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებულია და სწრაფ მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც სერვისის ასევე სათადარიგო ნაწილების კუთხით.
პირველ ეტაპზე „თეგეტა თრაქ & ბასი“ კომპანიებს HINO 300-ის სერიის მოდელს შესთავაზებს. ეს მოდელი დიდი ტვირთამწეობით გამოირჩევა და გაძლიერებული შასი აქვს. ავტომობილი სპეციალურად რთულ პირობებში საექსპლუატაციოდაა შექმნილი. HINO 300-ის მზიდი ჩარჩო ანტიკოროზიული მასალითაა დამუშავებული.
HINO-ს კომერციული ავტომობილები მძლავრი ძრავით გამოირჩევიან. ავტომობილის სრული დატვირთვის შემთხვევაში და რთულ რელიეფურ პირობებში ძრავის დატვირთვა შეუმჩნეველია და ავტომობილი შეუფერხებლად გადაადგილდება.
„თეგეტა თრაქ
& ბასი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების,
მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციის და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო
მომსახურების სფეროში ოპერირებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss