ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო ავიარესებით ევრორეიტინგში ბოლოა
6 ოქტომბერი, 2020, 10:33
საქართველო ავიარესებით ევრორეიტინგში ბოლოა

თბილისი (GBC) - Eurocontrol-ის 2 ოქტომბერის მონაცემებით, საჰაერო მოძრაობის ნაკადები ქვეყანაში 2019 წლის 2 ოქტომბერთან შედარებით 87%-ით არის შემცირებული. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა Eurocontrol-ის წევრ ქვეყნებს შორის. სულ 2 ოქტომბერს საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ 17 ფრენა შესრულდა.

საქართველოს შემდეგ მოდის ისრაელი, სადაც 75%-იანი ვარდნაა და 107 ფრენა შესრულდა, მესამე პოზიციაზე ფინეთია 177 ფრენით, ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით კლება 75%-ია.

Eurocontrol-ის მონაცემებით, უნგრეთში საჰაერო მოძრაობის ნაკადები 73%-ით არის შემცირებული, სულ შესრულდა 112 ფრენა, სომხეთში 23 ფრენა შესრულდა და 2019 წლის 2 ოქტომბრის მაჩვენებელთან 72%-ით ნაკლებია.

საუკეთესო შედეგი აჩვენა ალბანეთმა, სადაც საანგარიშო პერიოდში კლება მხოლოდ 3%-ია, შესრულდა 71 ფრენა.

კლება ასევე დაბალ ნიშნულს აჩვენებს ბულგარეთში, სერბეთში, ლუქსემბურგში.

გლობალურ საჰაერო სივრცეში, მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, კრიზისი კვლავინდებურად გრძელდება. საჰაერო მოძრაობის ნაკადები 2020 წლის 2 ოქტომბერს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53%-იან ვარდნას აჩვენებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები