| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ორდღიანი მკვეთრი ზრდის შემდეგ, ოთხშაბათის ვაჭრობებზე
ეტალონური მარკების ნავთობის ფასი კვლავ წითელ ზონაში დაბრუნდა. სამშაბათს ბაზარზე
გავლენა ქარიშხალმა „დელტამ“ იქონია, რომელიც მექსიკის ყურეში მეოთხე კატეგორიამდე
გაძლიერდა. ქარიშხლების კვლევის ეროვნული ცენტრის პროგნოზით, „დელტა“ აშშ–ის სამხრეთ
სანაპიროებამდე ხუთშაბათს, ან პარასკევს მიაღწევს.
ქარიშხლის გამო, სამშაბათის მდგომარეობით,
მექსიკის ყურეში არსებული ამერიკული ჭაბურღილების 29,2% გაჩენდა.
ინვესტორების ყურადღების ცენტრში
რჩება აშშ–ის ეკონომიკის მასტიმულირებელი ახალი პაკეტის საკითხიც. დონალდ ტრამპმა სამშაბათს
განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე აღარ გაიმართება.
შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე
დღეს დილით 1,48%–ით შემცირდა და ბარელზე $42,02–ს შეადგენდა.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი,
ნოემბერში მიწოდების პირობით, 1,79%–ით არის შემცირებული და ბარელი $39,94 ღირს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss