ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბათუმში ბინების ფასმა თბილისს გადაუსწრო- რას უნდა ველოდოთ
8 ოქტომბერი, 2020, 17:45
ბათუმში ბინების ფასმა თბილისს გადაუსწრო- რას უნდა ველოდოთ

თბილისი (GBC) - 374 საცხოვრებელი პროექტი მშენებლობის პროცესშია (2019-ის მდგომარეობით), რაც თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მოცულობას 2.6 მილიონი კვ.მ ფართობით - 38,000 ბინით გაზრდის. ახალაშენებული ბინების ტრანზაქციები თბილისში 7.4%-ით შემცირდა, ბათუმში კი 35%-ით გაიზარდა. შედეგად, ბათუმის ბინების საშუალო ღირებულება თბილისისას აღემატება.


„ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების მყიდველი ძირითადად უცხოელები იყვნენ, რაც განსაზღვრავდა მის ზრდას. ბათუმის ბაზარმა ფასებით თბილისსაც გადაასწრო, სწორედ უცხოელების დაინტერესებით“, - ამბობს Colliers International Georgia-ს დირექტორი ირაკლი კილაურიძე ბიზნეს ფორმულასთან საუბრისას. სააგენტოს კვლევის მიხედვით, პანდემიამდე სასტუმროების სექტორს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა AirBnb, ბოლო სამ წელში Airbnb-ს შემოსავლები სამჯერ გაიზარდა და 35 მლნ დოლარი შეადგინა.

2019 წელს, თბილისში სასტუმროების ნომრების მიწოდება 23%-ით გაიზარდა და 12,430 ერთეული შეადგინა. ამავდროულად, მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროების ბაზრის ზომა შემცირდა, რაც Airbnb-ის ბაზრის მნიშვნელოვანმა ზრდამ დააკომპენსირა. სასტუმროების ბაზრის ძირითად კონკურენტად Airbnb-ის ბინების გაქირავების ნიშა რჩება, რომელმაც 2017 წლიდან მოყოლებული შემოსავლები გაასამმაგა და 2019 წელს 35 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


„ვფიქრობთ რომ 4 ეტაპი უნდა გაიაროს სექტორმა იმისთვის რომ პანდემიამდე მაჩვენებელს მიაღწიოს. შემდეგი წელი ჩვენ ვთვლით რომ შედარებით კონტროლირებადი იქნება. 2022 წლიდან ვფიქრობთ რომ ვირუსის სამედიცინო გადაწყვეტა ხელმისაწვდომი იქნება, ველით რომ 2023 წლიდან ბაზარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება“, - ამბობს კილაურიძე. მისივე თქმით, კლება უძრავი ქონების ყველა მიმართულებითაა მოსალოდნელი.

„უძრავი ქონების ტრანზაქციები თბილისში სრულად აღდგენილია, რისი ერთ-ერთი მიზეზი სუბსიდირების პროგრამაა. აღნიშნული უფრო ეკონომ კლასს შეეხო. ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველაზე დიდი ზეწოლა საშუალო სექტორზე იქნება, ველით რომ ფასები საშუალო სეგმენტზე მეტად შემცირდება. აქ მოგების მარჟა საკმაოდ დაბალია და ფასდაკლებების შესაძლებლობაც ნაკლებია“, - ამბობს კილაურიძე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები