ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პანდემია და ხელფასები - ვის შეუმცირდა ყველაზე მეტად შემოსავალი
8 ოქტომბერი, 2020, 20:20
პანდემია და ხელფასები - ვის შეუმცირდა ყველაზე მეტად შემოსავალი
თბილისი (GBC) - მაისში ხელფასების მიმღებთა რიცხვმა, 2019 წლის მაისთან შედარებით, ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა - 9%-ით (74 951) და 755 649-ს გაუტოლდა. მაჩვენებელმა ივნისი-ივლისის პერიოდში მცირე გაუმჯობესება დაიწყო და შესაბამისად –5% და –4% მიაღწია. აგვისტოში დაიკლო -1%-ს შეადგენდა, შესაბამისად ხელფასების მიმღებთა რიცხვი თითქმის დაუბრუნდა წინა წლის მაჩვენებელს და 765 567 შეადგინა.

PMCG კვლევით, შოკის პირობებში ყველაზე ნაკლები კლება 1 201–დან 2 400 ლარამდე ხელფასიანთა კატეგორიაშია, რადგან აპრილში ასეთი ადამიანების რიცხვი მხოლოდ 2%–ით შემცირდა (Y.Y). მათი რაოდენობა მაისსა და ივნისში სწრაფად დაუბრუნდა ზრდის ტენდენციებს, მხოლოდ 1%– ით შემცირდა ივლისში და 3%-ით გაიზარდა აგვისტოში.

უფრო მაღალშემოსავლიანში კლება შედარებით დიდი იყო. მათ შორის ყველაზე დიდი შემცირება (-23%) აპრილში, კერძოდ 4 800 ლარზე მეტი ხელფასის კატეგორიაში.

ივლისში ₾2 401-3 600 სახელფასე კატეგორიის პირთა რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.

დაბალშემოსავლიანთა (<1 200 ლარი) დინამიკა საკმაოდ განსხვავებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების მიმღებთა რაოდენობა აპრილში 8%-ზე მეტად არ შემცირდა, მაისში კლება უფრო მაღალ, 12%-ს გაუტოლდა.

საბაზისო მაჩვენებელთან დაბრუნება არ შეინიშნებოდა შემდეგ თვეებში, რადგან ივნისსა და ივლისში ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად 9% და 8%-ით. აგვისტოში, ეს მაჩვენებელი საბაზისო ნიშნულს დაუბრუნდა (0.5%-ით შემცირება). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აქ ფარდობითი (პროცენტული) ცვლილებები შეიძლება უფრო მცირე იყოს, ვიდრე სხვა კატეგორიების ფარდობითი შემცირება, კლებას, ამ კატეგორიაში ბევრად დიდი წონა აქვს, რადგან ამ კატეგორიაში ხვდება დასაქმებულთა დაახლოებით 3/4. მცირე პროცენტული ვარდნის დამატებითი ახსნა შესაძლოა იყოს მაღალშემოსავლიან კატეგორიებში მყოფი ადამიანების დაბალშემოსავლიან კატეგორიაში გადასვლა.

ყველაზე დიდი ხელფასების პროცენტული კლება -23% (Q2.2020/Q2.2019) ხელოვნების და გართობის სფეროშია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები